მამუკა მდინარაძე: დარწმუნებულები ვართ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა პარტიაში იქნება ასეთივე წარმატებული და არჩევნებზე ყველა ერთად კიდევ ერთხელ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ
დარწმუნებულები ვართ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა პარტიაში იქნება ასეთივე წარმატებული და არჩევნებზე ყველა ერთად კიდევ ერთხელ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც აკეთა პრემიერობის პერიოდში. განსაკუთრებული მადლობა ბოლო 3 წლისთვის, რისი გადატანაც მოუწია და წარმატებასაც მიაღწია ქვეყანამ მისი მმართველობით. შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა პარტიაში იქნება ასეთივე წარმატებული. ჩვენ ყველა ერთად, ერთიანი გუნდით, ჟინით, მონდომებით გავალთ არჩევნებზე. კიდევ ერთხელ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. სხვათა შორის, საკონსტიტუციო უმრავლესობას ველოდებით და ამას შემთხვევით არ ვამბობთ. ყველა მონაცემი ამაზე მეტყველებს და მორალური უფლებაც გვაქვს, ამაზე ვილაპარაკოთ, და შემდეგ ეროვნული უპირობოდ გატარებით გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ ეს ქვეყანა“, – აღნიშნა მდინარაძემ.