არსებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს

ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს.

„იმედის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, 24 იანვარს გაიმართა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა. სხდომაზე გადაწყდა, რომ პირველ თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა.

„ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს“, – აღნიშნულია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები