თამაზ შიოშვილმა 100 წლის ვეტერან მოხუცს დაბადების დღე მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, 100 წლის ვეტერან მოხუცს დაბადების დღე მიულოცა.

II მსოფლიო ომის მონაწილე, ოთარ ტლაშაძე იუბილესთან დაკავშირებით გორის მერიისგან საჩუქრად 1000 ლარს მიიღებს.

გარდა ამისა, მას მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის განმავლობაში ჯამში 1000 ლარიც გადაეცემა.

აღნიშნული დახმარებებით გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები II მსოფლიო ომის ორი მონაწილე სარგებლობს.

გორის მერიისგან 1000 ლარი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს წელიწადში ერთხელ გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები