ლანჩხუთში ბავშვთა განვითარების ცენტრი, “ერუდიტი” გაიხსნა

ლანჩხუთში ბავშვთა განვითარების ცენტრი – “ერუდიტი” გაიხსნა, სადაც მოწვეული სპეციალისტები ჩამოდიან და ბავშვთა განვითარებაზე მუშაობენ.

მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ცენტრის შემდეგი მომსახურებით: ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევის, ხელოვნების, სენსორული და ფიზიკური თერაპევტი.
დღეს ცენტრს ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე – ეკატერინე გუჯაბიძე ესტუმრა და მათ საქმიანობას გაეცნო.

“ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია დროულად დაწყებული კვლევები და შესაბამისი თერაპია. კარგია, რომ ამის საშუალება ადგილზე არსებობს და ვისაც სჭირდება შესაძლებლობა ეძლევა მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით სხვადასხვა პროგრამითაც ისარგებლოს (ტრანსპორტირების ხარჯი, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია და ა.შ.). მინდა წარმატებები ვუსურვო ,,ერუდიტს” , – აღნიშნა ეკატერინე გუჯაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები