„თენგიზ აბულაძე – 100“: ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

28-31 იანვარს, გამოჩენილი ქართველი რეჟისორის – თენგიზ აბულაძის – დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად, ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს რეტროსპექტივას წარუდგენს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოჩვენებები საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება (დასწრება თავისუფალია).
„მაყურებელი თენგიზ აბულაძის ფილმების აღდგენილ ვერსიებს ინგლისური სუბტიტრებით იხილავს.
თენგიზ აბულაძე გამორჩეული ფიგურაა ქართული კინოს ისტორიაში. აღიარებული ქართველი რეჟისორი, რომლის ფილმებსაც არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული, დღემდე მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი შემოქმედება დიდი გავლენას ახდენს მაყურებელზე. რეჟისორის ნაწარმოებებს წარმატებით აჩვენებენ მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე.
პროექტის „თენგიზ აბულაძე – 100“ პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული არქივი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები