გორის მერი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

გორის მუნიციპალიტეტის მერი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საკრებულოს წევრებთან ერთად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

სოფლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს.

ყველა სოფელში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

ამ პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

ადგილობრივებთან შეხვედრებზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გარდა ამ პროგრამით გათვალისწინებული პროექტებისა, მოსახლეობის სხვა საჭიროებებსაც ეცნობა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა უკვე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

გორის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები 24 იანვარს დაიწყო და 13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები