“ჰამასი”: ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 26 ათასს გადააჭარბა

“ჰამასის” მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ისრაელთან ომის დაწყების შემდეგ დაღუპულთა რიცხვმა 26 083-ს მიაღწია.

მათივე მონაცემით, 64 487 პირი დაშავებულია.

უწყებაში ამბობენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 183 ადამიანი დაიღუპა.

Times of Israel-ი წერს, რომ რიცხვები დაზუსტებული არ არის და, სავარაუდოდ, 10 ათასამდე, “ჰამასის” ლიკვიდირებულ მებრძოლს შეიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები