ფოთის მერი: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება

ქალაქ ფოთში, სარსანიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდება 2 ფენა ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება. მოეწყობა ტროტუარები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, გამწვანება და გადასასვლელი ხიდ-ბოგირები.

დამონტაჟდება გარე განათება, საგზაო ნიშნები და განხორციელდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. აღნიშნულ სამუშაოები გაზაფხულის ბოლოს დასრულდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,პალადა” ახორციელებს.

ფოთის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გზების კეთილმოწყობაზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები