პაატა ბურჭულაძეს ავსტრიის სახელმწიფო ჯილდო გადასცეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოჩენილი ქართველი მომღერლისა და საზოგადო მოღვაწის პაატა ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი. მომღერლის იუბილესთან დაკავშირებით საგანგებოდ ჩამოვიდა ავსტრიის თეატრის ჰოლდინგის გენერალური დირექტორი გეორგ შპრინგერი, რომელმაც პაატა ბურჭულაძეს ავსტრიის სახელმწიფო ჯილდო „პირველი ხარისხის საპატიო ჯვარი მეცნიერებასა და ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვის“ გადასცა.