ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები იმართება.

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მოადგილეებთან ერთად სოფელ ფოლადაურის, სამწევრისისა და სოფელ ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა და სოფელში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს ადგილზე გაეცნო.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი.

მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული საკითხები მიმდინარე წლის ბოლომდე სოფლის პროგრამის მიერ გამოყოფილი თანხითა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
დღეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები და კონსულტაციები დავიწყეთ. ჩემს გუნდთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა თემში გავმართავ მოსახლეობასთან შეხვედრებს და დასახლებებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციას უშუალოდ მათგან მოვისმენ. ეს ჩართულობა კი ვფიქრობ, პროგრამის ეფექტურობას უზრუნველყოფს. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის უშუალოდ ჩართულობით, წელს ჩვენს სოფლებსა და დაბებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება“.- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები