ფხენიანმა ახალი ტიპის სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო მრეწველობის მთავარმა სამმართველომ ახალი ტიპის სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტის Pulhwasal-3-31-ის პირველი საცდელი გაშვება განახორციელა, რომელიც, ამჟამად, ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.
ამის შესახებ ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო KCNA იტყობინება.
აღნიშნულია, რომ პირველი საცდელი გაშვება ყვითელი ზღვის მიმართულებით 24 იანვარს მოხდა.
24 იანვარს განხორციელდა ახალი ტიპის სტრატეგიული საკრუიზო რაკეტის „პულხვასალ-3-31“ („ცეცხლოვანი ისარი-3-31“) პირველი საცდელი გაშვება, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.
“ამ საცდელ გაშვებას არანაირი გავლენა არ მოუხდენია მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებაზე და არავითარი კავშირი არ აქვს რეგიონში არსებულ ვითარებასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.