ტუაფსეში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, რომელსაც წინ საჰაერო განგაში უძღოდა

ტუაფსეში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში  გამთენიისას ხანძარი გაჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაცია კრასნოდარის ოპერატიულმა შტაბმა გაავრცელა.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხანძარი 200 კვადრატულ მეტრ ფართობზეა ლოკალიზებული.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, დაზუსტებული არ არის, თუმცა, ქალაქის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ცეცხლის გაჩენამდე საჰაერო განგაში ჩაირთო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები