გოგი მეშველიანი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა ბოლნისის მუზეუმში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის“ შემაჯამებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის წევრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა პარტნიორების დახმარების მნიშვნელობას. მიმოიხილა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების ფორმირების საფუძვლები. ისაუბრა, 2018 წელს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმისა და ფისკალური დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე და მუნიციპალიტეტების დაფინანსების მექანიზმებზე.

მისი განცხადებით – ევროკავშირის დახმარება ქვეყნისათვის  ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის განვითარებაში, სტაბილურობასა და ევროპულ ღირებულებებთან დასაახლოებლად.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორწლიანი პროექტი „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის“ დასრულდა, რომელიც ბოლნისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პირველი პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში მიღწეული შედეგების მდგრადობის გაზრდას ემსახურებოდა.

„დღეს, მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ შემაჯამებელ ღონისძიებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში უკვე წლებია თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ახორციელებს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან პროექტებს, რომელთა ღირებულება ევროკავშირის საგრანტო კომპონენტის ნაწილში შეადგენს ნახევარ მილიონ ევროს.

მიმაჩნია, რომ განხორციელებული პროექტებით, ადგილობრივ საზოგადოებას, ჩვენს მეწარმეებს ძალიან საინტერესო სივრცეების შექმნის შესაძლებლობა მიეცათ, რაც წაადგება როგორც მოქალაქეების, ასევე მეწარმეობის რამდენიმე მიმართულების განვითარებას.

ვფიქრობ, რომ ეს ორი წარმატებული პროექტი ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თვითმმართველობის მომავალი თანამშრომლობის მყარი წინაპირობა უნდა გახდეს, რაც კიდევ უფრო მეტ დამატებით სტიმულს მისცემს ჩვენს ადგილობრივ საზოგადოებას“, – აღნიშნა გოგი მესველიაანმა

პროექტის „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. კერძოდ: ბოლნისის აგროცენტრს დაემატა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მარცვლეული კულტურების, რძისა და ღვინის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, www.bolnisiagrocenter.ge, რომლის მეშვეობით ბოლნისის მეღვინეებსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის მწარმოებლებს შეუძლიათ გაყიდონ, ხოლო მყიდველებს – შეიძინონ ბოლნისური პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები