სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში დროშები გამოიფინა

„14 იანვარს, საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში დროშები გამოიფინა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

ქართულ სამოსში შემოსილმა ახალგაზრდებმა და ჩოხოსნებმა, „მრავალჟამიერის” ფონზე, ქართული დროშით მსვლელობა გამართეს და მერიის შენობის მიმდებარედ, სახელმწიფო დროშის საზეიმო აღმართვის ცერემონიას დაესწრნენ.

ღონისძიებას, მერთან ერთად, საკრებულოს წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და მოქალაქეები დაესწრნენ. ჯონდო მდივნიშვილმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა. „გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! სახელმწიფო დროშა საუკუნეების განმავლობაში ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, ნათელი მომავლისკენ სწრაფვისა და ღირსების სიმბოლოა.

სახელმწიფო დროშა, თითოეული მოქალაქის, თითოეული ჩვენგანის საკუთრებაა”. ლაგოდეხის მერმა, სახელმწიფო დროშის დღესთან ერთად, ქართული თეატრის დღე მიულოცა, ლაგოდეხის დრამატული და საბავშვო თეატრის დასის წევრებს და საზეიმოდ მადლობის სიგელი გადასცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები