ხულოს მერმა მოადგილეებსა და ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებთან სამუშაო თათბირი გამართა

“ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა – ვახტანგ ბერიძემ მოადგილეებსა და ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებთან სამუშაო თათბირი გამართა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

“მერმა წარმომადგენლებისაგან პირადად მოისმინა სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

სამუშაო თათბირზე ასევე განიხილეს მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 10 914 972 ლარია გათვალისწინებული, რომლის ფარგლებშიც ამ ეტაპზე დაგეგმილია 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. აღნიშნული მიმართულებით პროექტების განხორციელებისათვის ნაწილზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, ნაწილზე კი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

ასევე, მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დაფინანსება გაიზარდა და შეადგენს 2 493 816 ლარს, რომლის ფარგლებშიც ხულოს მუნიციპალიტეტის მერია 18 მიზნობრივი პროგრამას ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დაემატა ორი ახალი პროგრამა – პერსონალური ასისტენტით მომსახურება და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის თუნუქის ფურცლით უზრუნველყოფა.

მერმა წარმომადგენლებს დაავალა, მოსახლეობას დროულად მიაწოდონ დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია და მყისიერად მოახდინონ მათთვის დახმარების გაწევა.

სამუშაო შეხვედრას ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი – ზაზა აბულაძე და ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის უფროსი – ჯამბულატ მელაძე ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები