მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

“მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.

“საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 391 388 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში, აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობაში მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები, საბავშვო მოედნები, სადაც განთავსებულია ატრაქციონები.
საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მარტვილის მუნიციპალიტეტში ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები