დმანისის მერმა 2023 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

“დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა 2023 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რაც მრავალმხრივი საქმიანობისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ისახავდა მიზნად”,- ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.

“კობა მურადაშვილის განცხადებით, დმანისის ეკონომიკური და სოციალური კუთხით გაძლიერებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რაც 2024 წელსაც გაგრძელდება.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი, დეპუტატი, სოზარ სუბარი, ქალაქ დმანისისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები