გოგი მეშველიანი: აღსანიშნავია, რომ დმანისში ჩვენი გუნდის მმართველობის პერიოდში ხელშესახები პროგრესი გვაქვს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

დმანისი მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა საზოგადოებას  2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. კობა მურადაშვილმა ყურადღება დმანისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა.

„დღეს მოვისმინეთ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის 2023 წლის საქმიანობის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ანგარიში.

გასულ წელს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი თუ სოციალური პროგრამა განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ დმანისში ჩვენი გუნდის მმართველობის პერიოდში ხელშესახები პროგრესი გვაქვს, რასაც თითოეული მოქალაქე გრძნობს. ადგილობრივები ხედავენ დღითი დღე, როგორ ვითარდება მათი მუნიციპალიტეტი. რაც მთავარია, კობამ შეძლო დმანისის საზოგადოების გაერთიანება და იცის თუ რას მოელიან მისგან თანამოქალაქეები. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემდეგ ვთქვი, რომ მომდევნო ოთხი წლის შემდეგ ჩვენი გუნდი, კობა მურადაშვილის ხელმძღვანელობით შეძლებდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას, რაც მოსახლეობის საჭიროებებზე იქნებოდა მორგებული.

მიხარია, რომ ჯერ მხოლოდ ორი წელია გასული და გვაქვს შესაძლებლობა ვთქვათ – დმანისში სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა და დაგეგმილიც არაერთია.

ვულოცავ კობას და მისი გუნდის თითოეულ წევრს, შრომისა და ძალისხმევის შედეგს. ისინი ყოველდღიურად იღვწიან დმანისი გახადონ მეტად განვითარებული მუნიციპალიტეტი, სადაც მოქალაქეების ინტერესები იქნება დაცული/გათვალისწინებული“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის შემაჯამებელ ანგარიშს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მისი მოადგილე ნიკა კობახიძე, პარლამენტის წევრი, სოზარ სუბარი, დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები