პოლონეთი უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერმინისტრ, დონალდ ტუსკთან კიევში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ვაფასებთ, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალ ფორმას, რომელიც უკრაინის საჭიროებებიდან გამომდინარე იარაღის უფრო მასშტაბურ შესყიდვას ისახავს მიზნად – ეს არის პოლონური სესხი უკრაინისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დონალდ ტუსკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ პროდუქტიული მოლაპარაკებები შედგა.

„ასევე, მე და პრემიერმინისტრმა ტუსკმა იარაღის ერთობლივად წარმოების შესაძლებლობები განვიხილეთ. მადლობა პოლონეთს, უკრაინის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები