მოხალისეთა ორგანიზაციამ ,,ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ბოლნისის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

მოხალისეთა ორგანიზაციამ ,,ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისში მცხოვრები ვეტერანები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო მოხალისეთა ორგანიზაციის მიზნები, ამოცანები და უახლოესი გეგმები.

დავით შერაზადიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აუდიტორიას მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების უმნიშვნელოვანეს მოხალისეთა მომზადება-გადამზადების პროგრამაში, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვას შეუწყობს ხელს.
მოხალისეთა ორგანიზაციის კონცეფციის დამსწრეთათვის გაცნობის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მოხალისეთა პირველი 9-დღიანი შეკრება მარტში გაიმართება. მოხალისეობის კანდიდატების რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც სარეგისტრაციო ანკეტის მატერიალური ფორმის შევსებით, ასევე მითითებულ ბმულზე რეგისტრაციით : https://forms.gle/XWKmR8oLC4iDN1Kq8

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები