მიხეილ დუნდუა: ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს აქვს მოწინავე პოზიციები მსოფლიოში ანტიკორუფციული მიმართულებით მექრთამეობასთან ბრძოლის და აღკვეთის თვალსაზრისით 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს აქვს მოწინავე პოზიციები მსოფლიოში ანტიკორუფციული მიმართულებით მექრთამეობასთან ბრძოლის და აღკვეთის თვალსაზრისით და გამორჩეულია როგორც რეგიონში, ასევე – მთელს მსოფლიოში.

“მექრთამეობის შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეცამეტე, ხოლო ევროპაში მეცხრე ადგილზე გავიდა, მაჩვენებელმა 1% შეადგინა, რაც საუკეთესო ისტორიული შედეგია. ასევე 0% აიღო ისეთი მიმართულებით, როგორიცაა საგადასახადო ოფიცრებთან ურთიერთობისას არალეგალური გადახდის მაჩვენებელი. ნათლად და ცხადად გამოჩნდა, რომ საქართველოს აქვს მოწინავე პოზიციები მსოფლიოში ანტიკორუფციული მიმართულებით მექრთამეობასთან ბრძოლის და აღკვეთის თვალსაზრისით და გამორჩეულია, როგორც რეგიონში, ასევე მთელს მსოფლიოში“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის მიხედვით, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია; სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები