ვახტანგ ცინცაძე: საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიებს დაახლოებით სამჯერ ნაკლები დრო სჭირდებათ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსასვლელად, ვიდრე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგებს ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიებს დაახლოებით სამჯერ ნაკლები დრო სჭირდებათ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსასვლელად, ვიდრე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს.
“უნდა აღინიშნოს, რომ, პირობითად, რეგულაციებზე დახარჯული დროის თვალსაზრისით საქართველოს მაჩვენებელი 3% შეადგენს, როცა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაჩვენებელი 9%-ია. საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიებს დაახლოებით სამჯერ ნაკლები დრო სჭირდებათ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსასვლელად, ვიდრე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. ჩვენი მთავრობის მიზანია აღნიშნული ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება, დახვეწა, რაც, საბოლოოდ, ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და, ზოგადად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, და მოსახლეობის შემოსავლიანობის ზრდას“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის მიხედვით, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია; სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა.