რუსთავში ტაშკენტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტი იწყება

რუსთავს კიდევ ერთი სრულად განახლებული ქუჩა შეემატება. პროექტი, რომლის განხორციელებასაც რუსთავის მერია იწყებს, ტაშკენტის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე, რუსთავის მერმა – ნინო ლაცაბიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნებისა” და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაცია, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მთავრობის დახმარებით, ამ პროექტის განხორციელებას უკვე ვიწყებთ. პროექტი მოიცავს როგორც საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, ასევე, მოეწყობა მწვანე სივრცეები, განათებისა და სარწყავი სისტემები, ველობილიკები, სანიაღვრე ქსელი, საპარკინგე ზონები. პროექტის დასრულების შემდეგ, რუსთავს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი, ევროპული და უსაფრთხო ქუჩა შეემატება”, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებამდე, კი ,,რუსთავ-სერვის ცენტრმა” საავტომობილო გზის შუა გამყოფ ზოლზე მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, განახლდება 570 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთი და ტროტუარები, გათვალისწინებულია ახალი სანიაღვრე ქსელის, გარე განათების, სარწყავი სისტემის, ველობილიკების, პარკინგის, მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი გაჩერებების მოწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება დასასვენებელი სკამები, გათვალისწინებულია ახალი მწვანე ზონების მოწყობაც.
ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 2 994 439 ლარს შეადგენს და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები