კახეთში არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის ბრალდებული ბიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ კაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებული სიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

პროცესზე დაცვის მხარე 20 ათას ლარიანი გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და მას პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტს, სადაც 45 წლამდე კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა . შურისძიების მიზნით კი დაზარალებულის ბიძამ, სიძეს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები