წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2,5 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

“შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დამშრობი სისტემის   მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს”,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

“სოფელ გუბისწყალში, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური კოლექტორის  2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი  იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, 100 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება  და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება. სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება”,- აღნიშნულია ინფრმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები