ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში გუდაუთაში მდებარე სავაჭრო ცენტრ “ბაბილონის” დანაღმვის შესახებ ინფორმაცია შევიდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგანგებო სიტუაციების სამინისტროში გუდაუთაში მდებარე სავაჭრო ცენტრ “ბაბილონის” დანაღმვის შესახებ ინფორმაცია შევიდა.
შეტყობინებას უსაფრთხოების ძალები ამოწმებენ.
შემთხვევის ადგილზე ე.წ.საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ლევ კვიწინია და გამნაღმველები მივიდნენ.
დღეს, ასევე, ანალოგიური შინაარსის შეტყობინება სოხუმის ერთ-ერთი სკოლის შესახებ შევიდა, თუმცა, შემოწმების შემდეგ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაპოვნი არ იყო.