ინდოეთში სკოლის მოსწავლეების ნავის გადაბრუნებას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ორი მასწავლებელია

გუჯარათის შტატის ქალაქ ვადოდარას გარეუბანში, მოტნათის ტბაზე ნავის გადაბრუნებას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 13 სკოლის მოსწავლე და ორი მასწავლებელია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 20 ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.

მედია წერს, რომ ბავშვები კერძო სკოლის მოსწავლეები იყვნენ და მასწავლებლებთან ერთად ნავით პიკნიკზე გავიდნენ.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ნავში მსხდომთაგან არცერთს სამაშველო ჟილეტი არ ეკეთა.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები