ტერორისტთა სიაში დაბრუნების მიუხედავად, “ჰუსიტებმა” აშშ-ის ხომალდზე იერიში ისევ მიიტანეს
“ჰუსიტებმა” ადენის ყურეში ამერიკულ გემ Genco Picardy-ზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ამის შესახებ მოძრაობის სამხედრო წარმომადგენელმა, იაჰია სარიამ განაცხადა.
„საზღვაო რაკეტებით თავს დავესხით ამერიკულ გემს ადენის ყურეში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე დროს, აშშ-ის მიერ “ჰუსიტების” ტერორისტთა გლობალურ სიაში დაბრუნების შემდეგ, მოძრაობამ გამოაცხადა, რომ წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმას გააგრძელებს.
როგორც მოძრაობის პოლიტბიუროს წევრმა, ჰიზამ ალ-ასადმა განაცხადა, “ვაშინგტონი ვერ შეგვაშინებს და ტერორისტებად დასახელება გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს პოზიციაზე – ღაზას სექტორში ჩვენი ძმების გადარჩენისა და მხარდაჭერის შესახებ. ჩვენი საზღვაო ძალები გააგრძელებენ თავდასხმას ისრაელის გემებზე წითელ და არაბეთის ზღვებში, სანამ ღაზას სექტორში აშშ-ის და სიონისტური აგრესია გაგრძელდება”.