ზელენსკი: რას იზამს დონალდ ტრამპი, თუ პუტინი უკრაინის შემდეგ არ გაჩერდება?
რას იზამს დონალდ ტრამპი, თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის შემდეგ არ გაჩერდება? – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.
სახელმწიფოს მეთაური აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ის უკრაინაში ომს მალე დაასრულებს.
„ტრამპმა თქვა, პუტინი თუ არ გაჩერდება, მაშინ ის მეტ იარაღს გადასცემს უკრაინას. უკრაინა თუ არ გაჩერდება, ტრამპი რეზერვებს წაართმევს. წარმოვიდგინოთ – ტრამპმა რომ არ დაგვიჭიროს მხარი, ჩვენ არ დავთანხმდებით ტერიტორიების დათმობას, მაშინ ის შეწყვეტს ჩვენს მხარდაჭერას და, ვთქვათ, პუტინმა მოახდინა ოკუპაცია გარკვეული პერიოდის შემდეგ. მაშინ საკითხავია, რას გააკეთებს ტრამპი მას შემდეგ, თუ რუსეთი უკრაინის შემდეგ NATO-ს ქვეყანას დაიკავებს? მან გადაწყვიტა, თუ არ გაყინავს კონფლიქტს და უფლებას მისცემს პუტინს, რომ სრულად შევიდეს უკრაინაში, მაშინ პუტინი შეჩერდება, მაგრამ პუტინი არ შეჩერდება. რას იზამს ტრამპი აშშ-ში ამის შემდეგ? მსგავს შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპამ წააგო და დაკარგა ყველაზე დიდი და ძლიერი არმია, რადგან დაკარგა უკრაინა“, – განაცხადა ზელენსკიმ.