სამტრედიაში სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა 

სამტრედიაში დასრულდა სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანამანათლებლო სივრცით, შშმ პირთათვის ადაპტირებული და ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისია. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სართულებს შორის კომფორტულად გადაადგილებისთვის დამონტაჟდა სამგაზვრო ლიფტი.

„ჩვენი სკოლა რამდენიმე ათეული წელი საჭიროებდა რეაბილიტაციას. დღეს თქვენ ხედავთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას. მადლობა ყველას, ვინც იზრუნა ჩვენი მოსწავლეებისთვის ასეთი გარემოს შექმნაზე“, – აღნიშნა სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის დორექტორმა, სვეტლანა ტკვაცირიამ.

საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი დღეს განახლდა. საზეიმო გახსნას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესრო.

„საქართველოს მთავრობა პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 2022-2026 წლებში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მასშტაბური ღონისძიებები ახორციელებს. პრემიერის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, 800-მდე სკოლას ინფრასტრუქტურა წესრიგდება. შენდება 80-მდე სკოლა. სამტრედიაში ამ მხრივ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით სამუშაოები გეგმის ფარგლებში ხორციელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში დაგეგმილია მე-4, ნაბაკევის და ტოლების საჯარო სკოლების მშენებლობა. სასწავლო პროცესი მიმდინარე უკვე დაიწყო სამტრედიის ახლად რეაბილიტირებულ, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე მე-12 საჯარო სკოლაში. დასრულდა მე-2 საჯარო სკოლის შერწყმული სკოლის რეაბილიტაცია. მალე დაიწყება მე-9 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

„პრემიერის გადაწყვეტილებით დაგეგმილი მასშტაბური პროექტები საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ერთ-ერთი გრანდიოზული პროგრამაა. სამტრედიაში დაგეგმილი ყველა პროექტი გეგმაზომიერი და მნიშველოვანია. დღეს გაიხსნა სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და ყველა დაგეგმილი პროექტი გათვლილია მოსწავლეთა და მასწავლებელთა საჭიროებებზე“, – აცხადებს დავით ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები