რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ოდესა დამრტყმელი დრონებით დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.
როგორც ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, „დაზიანებულია სამოქალაქო საბინაო ინფრასტრუქტურა. დაფიქსირდა ხანძარიც. სამი ადამიანი დაშავდა”.
კიპერის ინფორმაციით, დაზიანებული შენობიდან 130 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
დაზუსტებულია, რომ დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, ასევე, დაზიანდა ახლოს მდგომი მანქანები.