უკრაინის საჰაერო ძალებმა ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ საჰაერო ძალებმა ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მათგან ერთი დისტანციური რადარის აღმოჩენის თვითმფრინავი A-50, ხოლო მეორე, მტრის საჰაერო კონტროლის პუნქტი – ილ-22-ია.

”მადლობას ვუხდი საჰაერო ძალებს, აზოვის რეგიონში შესანიშნავად დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციისთვის!” – დაწერა ზალუჟნიმ ტელეგრამში.

რუსეთში ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს, და ჟურნალისტებმა თავდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები