პლატონ კალმახელიძე: ნალექი თოვლის სახით, მნიშვნელოვანი რაოდენობით ძირითადად, თელავის მუნიციპალიტეტში მოვიდა – ინტენსიურად მიმდინარეობს ცენტრალური გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა

“ნალექი თოვლის სახით, მნიშვნელოვანი რაოდენობით, კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან, ძირითადად, თელავის მუნიციპალიტეტში მოვიდა”, – ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე აცხადებს.

მისივე თქმით, ცენტრალური გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა ინტენსიურად მიმდინარეობს.

“რაც შეეხება სამუშაოებს – ინტენსიურად მიმდინარეობს ცენტრალური გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე.

რაც შეეხება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას, კერძოდ, თელავი-ვაზიანი-გომბორის მონაკვეთს – მოძრაობა შესაძლებელია ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის სეზონის შესაბამისი საბურავების ქონის შემთხვევაში,”- აცხადებს კალმახელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები