მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს

აჭარის საავტომობილო გზების დეპრტამენტი ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდას აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათი ცნობით, იწმინდება, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები. სამუშაოებში ჩართულია 50-მდე ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები