“ეს არის იემენის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა” – ირანის საგარეო უწყება იემენის დაბომბვაზე

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინაციით, ასევე, რამდენიმე ქვეყნის მხარდაჭერით იემენში განხორციელებული დარტყმები არის “განუკითხაობა, ასევე, იემენის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ კანანი ჩაფიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონისა და ლონდონის ასეთი ქმედებები “რეგიონში არასტაბილურობის გაზრდას გამოიწვევს”.

ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტების” პოლიტბიუროს წევრმა ხუზამ ალ-ასადმა განაცხადა, რომ წითელი და არაბეთის ზღვები ისრაელისკენ მიმავალი გემებისთვის დარჩება დახურული იქამდე, ვიდრე ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო მოქმედებებს არ დაასრულებს და ბლოკადის არ მოხსნის.

Al Jazeera -ს ინფორმაციით, იემენში დარტყმების სამიზნე იყო კალანის სამხედრო ბაზა საადას პროვინციაში; დედაქალაქ სანას ჩრდილოეთით მდებარე ალ-დეილამის საჰაერო ბაზა; ქალაქ ჰუდაიდას აეროპორტის ტერიტორია; თაიზის პროვინციაში აეროპორტი და სხვა ობიექტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები