“ჰუსიტები” იმუქრებიან, რომ წითელ ზღვაში აშშ-ის გემებზე თავდასხმას გააგრძელებენ

დაჯგუფება “ჰუსიტები” იმუქრება, რომ აშშ-ისა და ბრიტანეთის კოორდინაციით, ასევე, ავსტრალიის, კანადის, ნიდერლანდების და ბაჰრეინის მხარდაჭერით იემენზე განხორციელებული დარტყმების მიუხედავად, წითელ ზღვაში ისრაელისკენ მიმავალ გემებზე თავდასხმას გააგრძელებენ.

ამის შესახებ “ჰუსიტების” წარმომადგენელმა მუჰამედ აბდულსალამმა თქვა, – იტყობინება SkyNews-ი.

მისი თქმით, იემენზე თავდასხმას გამართლება არ აქვს.

მანამდე, “ჰუსიტების” ხელისუფლების ვიცეპრეზიდენტმა მედიის საკითხებში, ნასრ ალდინ ამერმა თქვა, რომ „ეს არის სასტიკი აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რისთვისაც ისინი აბსოლუტურად პასუხს აგებენ და უყოყმანოდ. და ჩვენ უკან არ დავიხევთ პალესტინელი ხალხის მხარდაჭერაში, რაც  უნდა დაგვიჯდეს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები