ბლინკენი: ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი არ მწვავდება, მაგრამ არსებობს ბევრი საშიშროება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომი არ გადადის უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში, მაგრამ არსებობს საშიში წერტილები.
„არ მგონია, რომ კონფლიქტი გამწვავდეს. ბევრი საშიშროებაა. ჩვენ ვცდილობთ გავუმკლავდეთ თითოეულ მათგანს“, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მცდელობები ღაზაში ბრძოლების დასასრულებლად, მაგრამ ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერი აღარ განმეორდეს.
„ჩვენ ასევე გვინდა დავინახოთ ამ კონფლიქტის დასასრული და სანამ ის არ დასრულდება, დავრწმუნდეთ, რომ ჰუმანიტარული დახმარება გაიზრდება მათთვის, ვისაც ეს სჭირდება“, – დასძინა მან.