ბალტიის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში, ზელენსკი ლიეტუვაში ჩაფრინდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში ჩაფრინდა.

ამის შესახებ მან Twitter-ში (X) დაწერა.

ზელენსკის თქმით, ვილნიუსში დაგეგმილი აქვს მოლაპარაკება პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, პრემიერმინისტრ ინგრიდა შიმონიტესთან, ასევე, სეიმის სპიკერთან, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენთან.

გარდა ამისა, ის შეხვდება პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებს და უკრაინულ საზოგადოებას.

“დღის წესრიგშია – უსაფრთხოება, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, რადიოელექტრონული ბრძოლისა და დრონების სფეროში თანამშრომლობა, ევროპული მხარდაჭერის შემდგომი კოორდინაცია. მაგრამ, პირველ ყოვლისა – ჩვენი მადლიერება უკომპრომისო მხარდაჭერისთვის 2014 წლიდან და განსაკუთრებით ახლა, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ვილნიუსიდან ტალინსა და რიგაში ჩავა.

მედიის ცნობით, მომავალ კვირას ზელენსკი შვეიცარიაში გეგმავს ვიზიტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები