უკრაინის გენპროკურატურა: ქვეყანაში რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას 520 ბავშვი ემსხვერპლა

2024 წლის 9 იანვრის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 520 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 191-ზე მეტი – სხვადასხვა ხარისხის სიმძიმით დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული რიცხვები არ არის საბოლოო, რადგან საომარი მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და განთავისუფლებულ ტერიტორიებზე სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ შემდეგ რეგიონებში: დონეცკის ოლქი – 504, ხარკოვის ოლქი – 313, ხერსონის ოლქი – 145, კიევის ოლქი – 130, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 111, ზაპოროჟიეს ოლქი – 100, მიკოლაივის ოლქი – 97, ჩერნიგოვის ოლქი – 72, ლუგანსკის ოლქი – 67.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები