გაეროს მონაცემებით, წელს 14,6 მილიონზე მეტ ადამიანს, რაც უკრაინის მოსახლეობის 40%-ს შეადგენს, ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.
ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი (UHCP) ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში ყოველდღიურად იღუპებიან და ზიანდებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ნადგურდება მათი სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
„გარდა ძალადობისა, უკრაინაში ამჟამად მძიმე ზამთარია. ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული ოპერაციის გაგრძელება დღეს გადაუდებელი აუცილებლობაა, როგორც არასდროს”, – ამბობენ ორგანიზაციაში.
გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, ომმა დაახლოებით 6,3 მილიონ უკრაინელს აიძულა, რომ საზღვარგარეთ წასულიყო.