საქართველოს რეგიონებში ალილოს მსვლელობები გაიმართა

საქართველოს რეგიონებში ალილოს მსვლელობები გაიმართა.

ზუგდიდში, სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან ღვთისმშობლის შობის ტაძრამდე მსვლელობით და გალობით ქალაქის ცენტრალური ნაწილი მოიარეს. გზადაგზა მათ სანოვაგეები გადასცეს. ტაძარში მრევლს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე დახვდა, რომელმაც
პარაკლისი გადაიხადა. ალილოს საჩუქრები საჭიროებების მიხედვით ბენეფიციარებს დაურიგდებათ.

ალილოს მსვლელობა გაიმართა ქუთაისშიც, სადაც შობის მახარობლებმა გალობით ქალაქის ქუჩები მოიარეს და ნობათი შეაგროვეს.

საშობაო ალილო გაიმართა კახეთშიც. მსვლელობა სამების ტაძრიდან დაიწყო და ქრისტეს შობის მახარობლებმა მთელი ქალაქი ფეხით შემოიარეს. შეგროვდა შემოწირულობები.

გორში ალილოს „მსვლელობა“ ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობენ სასულიერო პირები, მრევლი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ასევე, ალილოს მსვლელობა გაიმართა ბათუმშიც. მსვლელობის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩები გალობით და ხატებით შემოიარეს. შეგროვილი ნობათი ბავშვებსა და მოხუცებს დაურიგდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები