თორნიკე რიჟვაძე: მაცხოვრის შობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამ დღის ძალა და მადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო.

მაცხოვრის შობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.

თორნიკე რიჟვაძემ შობის დღესასწაული მიულოცა მრევლს.

,,მაცხოვრის შობის დღესასწაული მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამ დღის ძალა და მადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს”,- აღნიშნა რიჟვაძემ.

საზეიმო წირვას აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები