გოგი მეშველიანმა მოსახლეობას ქრისტესშობა ბოლნისის სიონიდან მიულოცა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღამის თევის მსახურებას,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად დაესწრო. წირვა მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა აღავლინა.

„ქრისტეშობას გილოცავთ ბოლნისის სიონიდან! დაე, თითოეული ჩვენგანის გულში იშვას იესო ქრისტე, მისი მარადიული სიყვარული ავსებდეს და ათბობდეს ჩვენს სულს.

ჩვენი მაცხოვარი იყოს ყოველი ჩვენგანის და ჩვენი ქვეყნის მფარველი!

ბედნიერ შობას გისურვებთ! „- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები