საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მკვლელობა მოხდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივმა საკუთარ სახლში სტუმრად მისული, 31 წლის მამაკაცი ბლაგვი იარაღით რამდენჯერმე დაჭრა.

როგორც “კვირას”  შს სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები