,,სპორტული გორი 2023“ – სპორტსმენთა დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში გაიმართა

,,სპორტული გორი 2023“ – სპორტსმენთა დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში გაიმართა”, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე 2023 წლის მიღწევები შეაჯამეს, წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დააჯილდოვეს და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინეს.
ფულადი ჯილდოები ერგოთ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორებს, ასევე, საქართველოს ჩემპიონებს და სათამაშო სახეობებში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრებს. დაჯილდოვდნენ, აგრეთვე, ამ სპორტსმენთა პირადი მწვრთნელებიც.
2023 წელს ნაჩვენები შედეგების მიხედვით წლის საუკეთესოები დასახელდა 8 ნომინაციაში:
წლის საუკეთესო მწვრთნელი – არჩილ ბარამიძე;
წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ვაჟი – გიორგი ტერაშვილი;
წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გოგონა – ეთერ ასკილაშვილი ;
წლის საუკეთესო სპორტსმენი ვაჟი კადეტთა შორის – გიორგი მაისურაძე;
წლის საუკეთესო სპორტსმენი გოგონაკადეტთა შორის – ანა გოდელაშვილი;
წლის საუკეთესო სპორტული სკოლა/კლუბი – ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა;
წლის საუკეთესო სპორტული ღონისძიება – ევროპის თასი ძიუდოში კადეტთა შორის;
მთავარ ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო სპორტსმენად“ აღიარეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, რომელმაც 2023 წელს მსოფლიოსა და ევროპის ვიცეჩემპიონისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა.
სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ცერემონიალი ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები