სამტრედიის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

“სამტრედია ახალ 2024 წელს  ახალი საახალწლო განათებებითა  და ილუმინაციებით ხვდება. საახალწლო ილუმინაციები მუნიციპალიტეტს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საჩუქრად გადმოეცა”,- ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სადღესასწაულო ღონისძიება თოვლის ბაბუს და ელფების მსვლელობით დაიწყო, მოეწყობა ფლეშმობი რუსთაველის ქუჩიდან რკინიგზის მიმდებარე სკვერამდე.

საღამოს კულმინაცია საახალწლო კონცერტი გახლდათ. მსმენელის წინაშე თიკა ჯამბურია, ოთო ნემსაძე, ლუკა ზაქარიაძე და ლევან ყანდიაშვილი წარდგნენ. საახალწლო კონცერტი სოფო სვანიძეს მიჰყავდა.

ღონისძიებას სამტრედიის მერი, დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. დავით ბახტაძემ  ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

“დღეს სამტრედიაში საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. სამტრედია ახალ 2024 წელს  ახალი საახალწლო განათებებითა  და ილუმინაციებით ხვდება. საახალწლო ილუმინაციები მუნიციპალიტეტს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით  საჩუქრად გადმოეცა. ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს ჩემს სამტრედიელებს და მთელ საქართველოს. მჯერა 2024 წელის კიდევ უფრო წარმატებული იქნება”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები