BBC: ჯანმო-ში აცხადებენ, რომ ღაზაში მხოლოდ შვიდი მოქმედი საავადმყოფოა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზაში მხოლოდ შვიდი მოქმედი საავადმყოფოა.

ამის შესახებ ჯანმოს წარმომადგენელმა, რიჩარდ პიპერკორნმა BBC-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ღაზის სექტორიდან ახლახან დაბრუნდა.

მისი თქმით, ჯანმო რეალურად შეშფოთებულია ღაზაში საავადმყოფოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, სადაც მხოლოდ რამდენიმე მუშაობს ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში.

„სამხრეთში მხოლოდ შვიდი ფუნქციონირებს. ისინი არიან ღაზის ჯანდაცვის სისტემის ხერხემალი. რაც სასწრაფოდ საჭიროა ადგილზე არის ჰუმანიტარული საქონელი“, – განუცხადა პიპერკორნმა BBC-ის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები