ნიდერლანდებმა უკრაინისთვის პირველი F-16-ების გადასაცემად მზადება დაიწყო

ნიდერლანდებმა უკრაინისთვის 18 F-16-ის ტიპის გამანადგურებლის გადაცემისთვის მზადება დაიწყო, რაც ამ ტიპის თვითმფრინავების პირველი პარტია იქნება.

როგორც ქვეყნის პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა, “F-16 გამანადგურებლების მიწოდება მიღწეული შეთანხმების მნიშვნელოვანი ელემენტია”.

მისი თქმით, ეს აუცილებელია რუსეთის მიმდინარე აგრესიაზე პასუხის გასაცემად.

აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.

გამანადგურებლების გადაცემამდე ნიდერლანდებმა აშშ-სგან მათ ექსპორტზე თანხმობა უნდა მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები