ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტზე: ის რადიკალური ოპოზიციის – კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ერთი შემადგენელი ნაწილია

სალომე ზურაბიშვილმა ისეთი რაღაცები აკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მისგან არავის არაფერი გაუკვირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მას ლაზარე გრიგორიდისიასის შეწყალებაზე დაუსვეს კითხვა.

„ის რადიკალური ოპოზიციის – კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთი შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, მან შეიძლება ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას. თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება კიდევ ერთი, მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ის მიჰყვება კოლექტიური ნაცმოძრაობის დღის წესრიგს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები