ალექსანდრე რაქვიაშვილი: სააკაშვილის გადაყვანის საჭიროებას ვერ ვხედავ, ეს არის პრიმიტიული პოზიციონირების ამბავი

სააკაშვილი უკვე ციხეშია და საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ მისი გადაყვანა მოხდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი ყველა ვარიანტში ციხეში ზის. ის, რომ ეს ტექნიკურად ორი ოთახისგან შედგება და არა ერთისგან, სიტუაციას საერთოდ არ ცვლის. რაც მთავარია, ამის გამო არავინ არ წუხს და მისთვის პრობლემა არ არის, მათ შორის „ქართული ოცნებისთვის“. ხელისუფლებისთვის თუ არ არის პრობლემა, გახარიას რატომ დააინტერესა? – ეს არის ჩვეულებრივი პრიმიტიული პოზიციონირების ამბავი „ნაც-ქოცურ“ კოორდინატებში, რომ ახლა ცოტა „ნაცებისკენ“ გადავიხარე და მოდით, „ქოცებისკენ“ გადმოვიდეთო. ასეთი რამე ყველა პარტიას სჭირს, როცა რაღაც საკითხებზე მკაფიო პოზიცია არ აქვს. მათი მესმის, მაგრამ ჩვენ მოგვბაძონ და პოზიცია ჩამოაყალიბონ, მაშინ არ შეეშინდებათ, არც „ნაცებთან“ და არც „ქოცებთან“ დაახლოების. სააკაშვილი უკვე ციხეშია და საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ
მისი გადაყვანა მოხდეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები